სტატიებს დაუბრუნდით

როგორ შევარჩიოთ სწორი გარეგანი გამოყენების პრეპარატი 

სახსრებისა და ზურგის მუდმივ ტკივილებს საკუთარი კორექტივები შემოაქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში და იმის ნაცვლად, რომ სეირნობისგან, აგარაკზე ან ბუნებაში გასვლისგან კარგ განწყობაზე დადგე, მხოლოდ შებოჭილობას და გაღიზიანებას გრძნობ. ამ შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებელი მალამო შეიძლება დაგეხმაროთ, მაგრამ როგორ ავირჩიოთ სწორი პრეპარატი არსებულ მრავალფეროვნებაში? 

სინამდვილეში, არსებობს სამი ძირითადი მომენტი, რომელიც დაგეხმარებათ „სწორედ იმ“ საშუალების პოვნაში. 

დახედეთ შემადგენლობას 

ეს მნიშვნელოვანი პირობაა – შემადგენლობის მიხედვით, არსებობს ორი სახის მალამო: 

  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების საფუძველზე დამზადებული – მათ შორისაა დიკლოფენაკი, იბუპროფენი, კეტოპროფენი და სხვა მოქმედი ნივთიერებები. ასეთი მალამოები საკმაოდ ეფექტურია და, პერორალური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისგან განსხვავებით, კუჭსა და ნაწლავებზე გაცილებით ნაკლებ ნეგატიურ გავლენას ახდენენ, მაგრამ მათ მაინც აქვთ გვერდითი ეფექტები. 
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ბუნებრივი ანალოგების საფუძველზე დამზადებული, რომლებიც საშუალებას იძლევა შემცირდეს პრეპარატში სინთეზური კომპონენტების წილი და, შესაბამისად, მათი არასასურველი გვერდითი მოვლენები. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთი საშუალება აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული როგროც სამკურნალწამლო პრეპარატი, რაც მიუთითებს კვლევების არსებობაზე, რომლებმაც დაადასტურა მისი ეფექტურობა. 

გადაწყვიტეთ რა თვისებებს ირჩევთ 

სახსრებისა და ზურგის ტკივილის შესამსუბუქებელი მალამოების რამდენიმე სახეობა არსებობს, რომლებიც მოქმედების მიხედვით განსხვავდება: 

  • ტკივილგამაყუჩებლები – მოქმედებენ ტკივილის წყაროზე და ახშობენ ტკივილის შეგრძნებებს; 
  • გამახურებელი – შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებიც აღიზიანებს კანის მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს, ასტიმულირებს ადგილობრივ სისხლის ნაკადს, რითაც ხელს უწყობს ქსოვილის ტროფიკის გაუმჯობესებას; 
  • გამაგრილებელი – შეიცავს მენთოლს, ხშირად აქვს გელის ბაზა და ახდენს „ყურადღების გადამტან“ მოქმედებას. 

უმჯობესია მალამოს ორმაგი მოქმედება თუ ექნება (ტკივილგამაყუჩებელი + გახურება/გაგრილება) – ასე პრეპარატი უფრო ეფექტური იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ტკივილი დიდი ალბათობით უფრო სწრაფად გაივლის. 

მაგალითად, მრავალკომპონენტიან პრეპარატში სკიპიდარი და ქაფური (მათი ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედების ხარჯზე) აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს ქსოვილების კვებას, გარდა ამისა, გველგესლას შხამს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, რომელიც ავსებს სალიცილის მჟავის ეფექტებს. 

მიენდეთ თქვენს შეგრძნებებ 

თუ პრეპარატი დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება, მაგრამ არ გეხმარებათ, უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება და მიმართოთ ექიმს – ის შეძლებს შესაბამისი მკურნალობის შერჩევას. 

გარდა ამისა, გარეგანი გამოყენების პრეპარატმა არ უნდა გამოიწვიოს უხერხულობა - მაგალითად, არის საშუალებები, რომლებიც დღეში სამზე მეტჯერ უნდა გამოიყენოთ, ან შეშრობას დიდი ხანი სჭირდება და ტანსაცმელს აბინძურებს. შეარჩიეთ პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება 1-2-ჯერ დღეში და სწრაფად შეიწოვება, ანუ თქვენ არ უნდა ელოდოთ საშუალების შეშრობას. 

თუ პრეპარატი არ გეხმარებათ ან გაქვთ ეჭვი თქვენ მიერ დამოუკიდებლად შერჩეულ პრეპარატთან დაკავშირებით, ნუ გადადებთ, მიმართეთ ექიმს. 

ყველა უფლება დაცულია.